20 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ფრენბურთელთა გუნდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრისა, გამარჯვება ამჯერად მეტოქეს ხვდა წილად, თუმცა GIU-ს სტუდენტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და გუნდურობა.
მადლობა ჩვენს ფრენბურთელებს თავდადებისთვის და თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!
სტუდფესტი 2026 ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო თამაში და ემოციური მომენტია!