GIU-ს ფორუმი „ლექცია, რომელიც შთაგაგონებს“ - GIU
4 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა ფორუმი „ლექცია, რომელიც შთაგაგონებს“, რომელიც მიეძღვნა სწავლება-სწავლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო GIU-ში არსებული წარმატებული სწავლების პრაქტიკის იდენტიფიცირება, მისი გაზიარება და ინსტიტუციურ დონეზე განმტკიცება.

ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • სწავლების რომელი მეთოდები აღმოჩნდა პრაქტიკაში ყველაზე ეფექტიანი;
  • როგორ შეიძლება მათი ადაპტირება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში;
  • როგორ იქმნება GIU-ში ხარისხზე ორიენტირებული და შთამაგონებელი სასწავლო გარემო.

ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი, აგრეთვე სტუდენტები.

ფორუმზე მოხსენებებით გამოვიდნენ:

  • ნინო ბაქრაძე – ასისტენტ-პროფესორი;
  • ლევან მესხორაძე – ასოცირებული პროფესორი;
  • ინნა შანავა – ასოცირებული პროფესორი;
  • ირაკლი არაბიძე – ასისტენტ-პროფესორი.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს სწავლება-სწავლის თანამედროვე მეთოდებზე, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს პრაქტიკული მაგალითები.

ღონისძიების დასასრულს მომხსენებლებსა და მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების გრძელვადიანი პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს და ამ მიმართულებით მომავალშიც იგეგმება მსგავსი საგანმანათლებლო და პროფესიული ღონისძიებების ორგანიზება.

ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.