სწავლა-სწავლების ხარისხი წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და განმსაზღვრელ ფაქტორს. თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტიანი ლექცია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემით, ის უზრუნველყოფს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ზრდის მოტივაციას და ქმნის მდგრად საგანმანათლებლო შედეგს.
ღონისძიების მიზანია ჯიუ-ში არსებული წარმატებული სწავლების პრაქტიკის იდენტიფიცირება, მათი გაზიარება და ინსტიტუციურ დონეზე განმტკიცება.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- რომელი სწავლების მეთოდები აღმოჩნდა პრაქტიკაში ყველაზე ეფექტური;
- როგორ შეიძლება მათი ადაპტირება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში;
- როგორ ვქმნით ჯიუ-ში ხარისხზე ორიენტირებულ და შთამაგონებელ სასწავლო გარემოს.
ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს დისკუსიას. შესაბამისად, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები და ჩაერთონ განხილვაში.
გთხოვთ, დასწრების სურვილის შემთხვევაში, 2 მარტის 12:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/uLWNS
რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციასა და ღონისძიების დღის წესრიგს.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ხარისხის განვითარების გრძელვადიანი პროცესის ნაწილს და ამ მიმართულებით მომავალშიც შემოგთავაზებთ შესაბამის აკადემიურ ღონისძიებებს.