საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ,,COST”-ის პრესტიჟულ პროექტში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს აფილირებული პროფესორი, სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი თათია დოლიძე ,,Cost Action CA24119”-ის ფარგლებში დაფინანსებული კვლევითი პროექტის: ,,კულტურული მემკვიდრეობის საყოველთაო დაცვა”- სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა.
პროექტი ხორციელდება ევროპის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის ასოციაციის (COST) ეგიდით და მიზნად ისახავს, შექმნას გამორჩეული ქსელი, რომელიც გააერთიანებს, კოორდინაციას გაუწევს და გაავრცელებს არსებულ ცოდნას, პარალელურად კი წაახალისებს ინოვაციური სერვისებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გასაძლიერებლად ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტი იქნება სტრუქტურირებული რამდენიმე სამუშაო ჯგუფად, რომელიც იმუშავებს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე, საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზსა და აღმოფხვრაზე, ცნობიერების ამაღლებასა და პოლიტიკის შემუშავებაზე.
პროფესორი თათია დოლიძის ჩართულობა პროექტში ემსახურება საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების შესწავლას, არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხრვის მიზნით.