GIU-ს სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ თათია დოლიძის ნაშრომი უკვე ხელმისაწვდომია წიგნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლატფორმა ,,Amazon"-ზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ თათია დოლიძის ნაშრომი „Integration of Artificial Intelligence in Criminal Investigation and Judicial Proceedings“ უკვე ხელმისაწვდომია წიგნების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პლატფორმა ,,Amazon”-ზე.

ნაშრომი გამოცემულია საერთაშორისო გამომცემლობის მიერ და ეხება თანამედროვე სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სისხლის სამართლის გამოძიებასა და სამართალწარმოებაში.

წიგნში განხილულია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თანამედროვე სისხლის სამართლის სისტემებსა და საგამოძიებო პრაქტიკაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო რესურსს იურისტებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია სამართალში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კვლევით.

წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ბმულზე:
https://www.amazon.com/dp/B0GMP7HGQN

ასევე გვინდა სიამაყით  გაცნობოთ, რომ  პროფესორი  თათია დოლიძე გახდა  COST Action-ის — Research Network for Interdisciplinary Studies of Transhistorical Deliberative Democracy — Action Management Committee-ის წევრი.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავ ქალბატონ თათიას ამ მნიშვნელოვან  აღიარებას და წარმატებებს უსურვებს  მომავალ საქმიანობაში.