სტუდენტური ფესტივალი 2026 „თბილისის გარბენით“ დასრულდა - GIU
14 ივნისს გამართული 5-კილომეტრიანი გარბენი სტუდენტური ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტები.

გვიხარია, რომ ჩვენი სტუდენტები მოტივირებულები შეუერთდნენ ამ მასშტაბურ ღონისძიებას.

მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს – აქტიური ჩართულობისა და უნივერსიტეტის ღირსეული წარდგენისთვის.