26 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს ადამიანური რესურსების სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული განვითარების ცენტრის აქტივობების ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი ,,მონაცემთა დამუშავების პროცესის აღწერა”.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებსა და რეგულაციებზე, რომელიც დაეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში პასუხისმგებლიანი და სტანდარტებთან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. განიხილეს კონკრეტული მაგალითები.
GIU მუდმივად ზრუნავს პერსონალის პროფესიული განვითარების კულტურის გაძლიერებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.