თანამედროვე სამუშაო გარემოში სტრესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც თანამშრომლის ეფექტიანობაზე, ისე გუნდის საერთო შედეგებზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:
– ორგანიზაციული სტრესის ძირითად გამომწვევ ფაქტორებს
– სამუშაო გარემოში ემოციური გადაღლისა და დაძაბულობის მართვის მეთოდებს
– ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის პრაქტიკულ მიდგომებს.
– პროფესიული გადაწვის (Burnout) პრევენციის გზებს
– ინდივიდუალური და გუნდური მდგრადობის გაძლიერების ტექნიკებს.
თარიღი: 21/05/2026 წელი
დრო: 15.00 სთ
ადგილი: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (ბიბლიოთეკის შენობა)
მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/5CR8KALyy66a9J7p8
ტრენინგი განკუთვნილია:
– ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
– მენეჯერებისთვის
– HR სპეციალისტებისთვის
– ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც სურს სტრესის ეფექტურად მართვა სამუშაო გარემოში
ტრენინგს წარუძღვებიან:
ნათია ობგაიძე – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ფსიქოთერაპევტი;
გიორგი გერგაული – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;
ლალი ბალახაძე – საქართველოს საერთაშორის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი, უნივერსიტეტის HR სამსახურის ხელმძღვანელი.