2026 წლის 27 და 28 ივლისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ,,გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის ეფექტიანობისთვის“.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, GenAI-ის მიმართულებით ბიზნესისა და სახელმწიფო ორგანიზაციების ტრენერი და კონსულტანტი ბატონი ზაზა ცოტნიაშვილი.
ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოავანი თემები, როგორიცაა:
- თანამედროვე გენერაციული AI პლატფორმები (ChatGPT, Claude, Gemini, Perplexity, Copilot და სხვა);
- Prompt Engineering-ის ძირითადი პრინციპები;
- AI-ის პრაქტიკული გამოყენება პრეზენტაციების, დოკუმენტების, CV-ებისა და ვებგვერდების შექმნისთვის;
- სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია (Gmail, Google Drive, Calendar, სოციალური მედიის მართვა და სხვა ინსტრუმენტები).
აღნიშნული ტრენინგის ფარგელებში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტების შესახებ, შეიძინეს პრაქტიკული გამოცდილება და განივითარეს AI-ის ეფექტიანად გამოყენების უნარები ყოველდღიურ საქმიანობაში.
ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.