GIU-ში ტურიზმის სწავლა რეალურ გამოცდილებად იქცევა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სამთვიანი საერთაშორისო პროექტის: „უნივერსიტეტიდან ტურისტულ ბიზნესამდე“ მონაწილეებად შეირჩნენ. პროექტში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.

ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავება. ეს არის შესაძლებლობა, სტუდენტებმა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან შეაბიჯონ ტურისტულ ბიზნესში, ჩაერთონ რეალურ სამუშაო პროცესებში და საკუთარი ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქციონ.

პროექტის ფარგლებში GIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • იმუშაონ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან;
  • ჩაერთონ რეალურ პროექტებსა და გუნდურ სამუშაოში;
  • განავითარონ პროფესიული, შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარები;
  • საკუთარი იდეები რეალურ ტურისტულ პროდუქტებად აქციონ.

პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელია DMC Chardins Voyages. მასში უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალიც მონაწილეობს.

პროექტი დასრულდება 2027 წლის იანვარში შემაჯამებელი კონფერენციით – „ინოვაციები ტურიზმში“.

GIU-ში ტურიზმის სწავლა ნიშნავს მეტს, ვიდრე აუდიტორიაში მიღებული ცოდნა.

ეს არის რეალურ პროფესიულ გარემოსთან დაკავშირება, გამოცდილების დაგროვება და კარიერისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან.