ჯიუ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო  უნივერსიტეტი ჯიუ   აცხადებს ვაკანსიას  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: . თბილისი

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი;
  • სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა;
  • საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი;
  • რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • საოფისე პროგრამების – Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე;  hr@giu.edu.ge

წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი“.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი რეზიუმეს განხილვა.