GIU Volleyball Team

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) სტუდენტური სპორტის განვითარების მნიშვნელოვან გზას გადის — ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია GIU-ს ფრენბურთის გუნდი, რომელიც უკვე წარმატებულად ასპარეზობს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურნირებზე.

გუნდის შექმნის საფუძველი 2023 წლის თებერვალია, როდესაც უნივერსიტეტში ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ფონდის პოლონელი ხელმძღვანელის — მონიკა იარანოვსკას ინიციატივით, GIU-ს სტუდენტებმა დაიწყეს ვარჯიში პროფესიონალი ფრენბურთის მწვრთნელთან.
გუნდმა სწრაფად ჩამოიყალიბა საკუთარი სტილი, და უკვე იმავე წლის 5-6 მაისს მონაწილეობა მიიღო United Volleyball Cup 2023-ზე, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირს GIU-ს კამპუსი მასპინძლობდა, და მასში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გუნდები მონაწილეობდნენ.

ფრენბურთის სეზონი გაგრძელდა ქვიშაზე!
2024 წლის 13-14 ივლისს, GIU და მისი პარტნიორი Georgian Volleyball Club ატარებენ მასშტაბურ ზაფხულის ღონისძიებას – Summer Fest 2024 თბილისის ზღვაზე.

2025 წელს, გუნდი „უნივერსიადა 2025“-ში ჩაერთო, სადაც 5 მაისს გამართულ მერვედფინალში GIU-მ დამაჯერებლად დაამარცხა აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი და გავიდა მეოთხედფინალში, რომლის მატჩიც 12 მაისს გაიმართება.

წარმატებული იყო გუნდის ასპარეზობა „სტუდფესტი 2025“-ზეც, რომელიც 20 მაისს დაიწყო. ოლიმპიური სისტემით გამართულ დაპირისპირებაში GIU-მ მძლავრად დაამარცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ახლა უკვე შემდეგი ეტაპისთვის ემზადება. მატჩი 22 მაისს გაიმართება.

ქვიშის ფრენბურთის სეზონი წარმატებით გაგრძელდა:
15 ივნისს, GIU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს Georgian Volleyball Club-ის მიერ ორგანიზებულ ქვიშის ფრენბურთის ჩემპიონატში, სადაც გუნდმა ღირსეულად წარმოადგინა უნივერსიტეტი.

GIU-ის ფრენბურთის გუნდი იძენს სულ უფრო მეტ გამოცდილებას, ჩამოყალიბდა მძლავრ სპორტულ ბირთვად და თავისი გამარჯვებებით ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტს ნამდვილად შეუძლია ღირსეულად იასპარეზოს სპორტის ნებისმიერ დონეზე.