16 ივლისს, მწერალთა სახლში საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორის, ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელის, მარინე ვეკუას ახალი წიგნის – „პოლემიკა როგორც ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი აერთიანებს პოლემიკის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს – კამათის არსს, პრინციპებს, წესებს, თანამედროვე ფორმებსა და მის ლოგიკურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
სახელმძღვანელო განსაკუთრებით საინტერესო იქნება:
- ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის;
- ლექტორებისა და მკვლევრებისთვის;
- პრაქტიკოსი ჟურნალისტებისა და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისთვის;
- ყველასთვის, ვისაც სურს, არგუმენტირებული და ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნება უკეთ შეისწავლოს.
ვულოცავთ ჯიუ-ს პროფესორს ამ მნიშვნელოვან გამოცემას და ვუსურვებთ კიდევ არაერთ წარმატებულ სამეცნიერო და პროფესიულ მიღწევას.