ჯიუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ვორქშოპში ბრატისლავაში - GIU
2026 წლის 22–26 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს ორი სტუდენტი — მარი ლომაია (სამართლის საბაკალავრო პროგრამა) და სოფო ჯამაგიძე (სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამა) — მონაწილეობდა ვორქშოპში სახელწოდებით: „პროფესიული გადაწვის (Burnout) პრევენცია, რისკებისა და კრიზისების მართვა უმაღლესი განათლებისა და პრაქტიკული ეკონომიკური საქმიანობის სფეროებში“.

ვორქშოპი ორგანიზებული იყო ჯიუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტის, ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (სლოვაკეთის რესპუბლიკა) მიერ. სტუდენტებმა ერთკვირიან საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა “Erasmus+”-ის სრული დაფინანსებით მიიღეს.

ვორქშოპის პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან და ინტერაქტიულ აქტივობებს. ჯიუ-ს სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებს და დაესწრნენ საინტერესო სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პროექტების წერა, პროექტების მართვა, ინკლუზიური კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები.

ვორქშოპმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯიუ-ს სტუდენტებში ახალგაზრდული აქტივიზმის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებაში. მიღებულმა გამოცდილებამ ასევე შეუწყო ხელი მათი პროფესიული, აკადემიური და ინტერკულტურული უნარების განვითარებას.