ჯიუ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - GIU
საქართველოს საერთაშორისო  უნივერსიტეტი ჯიუ     აცხადებს ვაკანსიას  ბიზნესის,  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის  თანამდებობაზე

 

სამუშაო ადგილი: . თბილისი

 

 ძირითადი მოვალეობები  და  სავალდებულო კომპეტენციები:

 

  • სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის კოორდინირება;
  • სკოლაში სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და დარგობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება;
  • ხარისხის გარე და შიდა ეფექტიანი მექანიზმების შექმნასა და სრულყოფაზე ზრუნვა;
  • აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მიზნებისათვის შესაბამის პროცესებში ჩართულობა;
  • ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ყოველწლიური შეფასების პროცესის კოორდინირება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებაში დამსაქმებლების, სტუდენტების, აკადემიური /მოწვეული პერსონალის, კურსდამთავრებულების, უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • შეფასების შედეგების ანალიზი და წინადადებების ფაკულტეტის საბჭოსთვის წარდგენა;
  • სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა;
  • მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

 

სავალდებულო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება;
  • საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები (B2);
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა;
  • გუნდის მართვისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი)უნარი ;
  • დელეგირების უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისა და შეფასების უნარი.

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV   hr@giu.edu.ge

 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება,.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.