საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს აფილირებული პროფესორი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბატონი დავით აფციაური სპიკერის რანგში მიწვეული ბრძანდებოდა საერთაშორისო ფორუმზე “Astana Think Tank Forum”, რომელიც გაიმართა 2025 წლის 15–16 ოქტომბერს ასტანაში (ყაზახეთი).
ფორუმი გაიმართა ყაზახეთის პრეზიდენტის მხარდაჭერითა და ყაზახეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, ექსპერტები და პრაქტიკოსი პროფესიონალები. ფორუმის მიზანი იყო ისეთი თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევების განხილვა, როგორებიცაა ეკონომიკური მდგრადობა და უსაფრთხოება, მმართველობის საკითხები, ტექნოლოგიური პროგრესით გამოწვეული ეთიკური პრობლემები და სხვ.
ბატონი დავითი ჯიუ-ს სახელით სიტყვით გამოვიდა ფორუმის ერთ-ერთ სესიაზე, სახელწოდებით „დაკავშირებადობის ახალი გეოგრაფია: ინფრასტრუქტურული ქსელები, როგორც კეთილდღეობის კატალიზატორი“. მან ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და შუა დერეფნის საკითხებზე გლობალურ კონტექსტში.