ჯიუ-ს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს III საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში, სახელწოდებით “ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში”. მათ კონფერენციაზე წარმოადგინეს თემა სათაურით “ინოვაციური ბიზნეს-მოდელები ციფრულ ეპოქაში: სამართლებრივი და მენეჯერული გამოწვევების ინტერდისციპლინური ანალიზი”.
ვიზიტის ფარგლებში წამომადგენლები ესტუმრნენ ათენის ეროვნული და კაპოდისტრიის უნივერსიტეტს, შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ფინანსებისა და განვითარების დარგში, პროფესორ არისტეიდის სამიტისთან და მეცნიერებისა და ციფრული ტექნოლოგიების დიდაქტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ევანგელია მავრიკაკისთან.
შეხვედრისას ჯიუ-ს წარმომადგენლებმა ბერძენ კოლეგებთან განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული და სამეცნიერო თვალსაზრისით. ჯიუ-სა და მასპინძელ მხარეს შორის შედგა შეთანხმება სამომავლოდ “Erasmus+”-ის ფარგლებში ერთობლივი პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით.