2023 წლის 5-6 მაისს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა.
საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან, GTUNI-ს სტუდენტების ფრენბურთის გუნდიც მონაწილეობდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ფინალური მატჩის დაწყებამდე, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართა GTUNI კანცლერმა – ელი ელისაშვილმა.
პირველი ადგილის და United Volleyball Cup 2023 თასის მფლობელი გახდა – GVC
ღონისძიების ორგანიზატორი იყო GTUNI და საქართველოს ფრენბურთის კლუბი GVC, პოლონელ პარტნიორებთან ერთად.
ფინალური მატჩის შემდეგ, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს, GTUNI-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა – მათე წულაიამ და საქართველოს ფრენბურთის კლუბის პრეზიდენტმა – Monika Jaranoswka-მ გადასცეს პრიზები და დაასახელეს საუკეთესო მოთამაშეები.