ტრანსპორტი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს კამპუსიდან 5 წუთის საფეხმავლო გზაა გარდენია შევარდნაძის კაფემდე, 15 წუთის საფეხმავლო გზა აქვაპარკ Gino Paradise-მდე, ხოლო 20 წუთი საფეხმავლო გზა – თბილისის ზღვამდე. უნივერსიტეტის კამპუსში მოსვლა შესაძლებელია თბილისის მთავარი მეტრო-სადგურის მოედნიდან (ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან) საზოგადოებრივი მიკროავტობუსებით: 437 და 448. მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5, 0101.
ელექტრონული ჟურნალი
ელექტრონული ჟურნალის დახმარებით სტუდენტს აქვს წვდომა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სტუდენტის პირად გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ სასწავლო ცხრილი, ნახოთ აღრიცხული ქულები, აირჩიოთ საგნები და კომუნიკაცია გქონდეთ როგორც პროფესორ-მასწავლებლებთან ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. იხილეთ ვებგვერდი: emis.giu.edu.ge
სტუდენტური სერვისები
GIU STUDENTS HUB
უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მჭიდრო კავშირის დამყარების მიზნით და სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს Facebook ჯგუფი, სადაც მხოლოდ ჯიუს სტუდენტები არიან გაწევრიანებული. არ გამოტოვოთ ჯგუფი, გაწევრიანდით და იყავით ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში:
გადადი ლინკზე – GIU STUDENTS HUB
სტუდენტური სერვისების ჩამონათვალი
▶ ინტერესთა კლუბები
▶ სპორტული კლუბები
▶ საორიენტაციო დღეები
▶ წვეულებები და შემეცნებითი ღონისძიებები
▶ სტუდენტური ომბუდსმენი
▶ გრანტები სტუდენტური პროექტებისთვის
▶ ყოველთვიური სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის
GIU ინტერესთა კლუბები
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბები, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტთა კონკრეტულ ინტერესებზე, გატაცებებზე და სფეროებზე. კლუბები სტუდენტებს უქმნიან პლატფორმას, რომ გაერთიანდნენ, ჩაერთონ მათ საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ აქტივობებში და შექმნან ჯანსაღი გარემო უნივერსიტეტში.
ინტერესთა კლუბის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა საერთო ინტერესი აერთიანებდეს მინიმუმ 3 სტუდენტს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სხვადასხვა სტუდენტური კლუბი: სტუდენტური სამეცნიერო კლუბი, ინგლისური ენის კლუბი, ჩინური ენის კლუბი, კლუბი ,,რეპორტიორი”, მენტალური მოზაიკის კლუბი და სხვა.
რა უპირატესობები აქვს კლუბის რეგისტრაციას/კლუბში გაწევრიანებას?
- კლუბის სახელით თემატურ ღონისძიებებში/პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- კლუბის სახელით საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება ღონისძიებებზე;
- საორგანიზაციო პროცესებში ხელშეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან;
- კამპუსის სივრცის გამოყენება;
- უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა;
- დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
GIU სპორტი
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გარდა შემეცნებითი ღონისძიებებისა, აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათი სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა მიმართულების სპორტული გუნდები. ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დაარსებიდან ფუნქციონირებდა, ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის გუნდები. დღეისათვის უნივერსიტეტში აქტიურია კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები.
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნივერსიტეტის სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრების წესია. უნივერსიტეტის სტუდენტები სისტემატიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული ფიტნეს დარბაზი. 𝐆𝐈𝐔-ს საერთაშორისო ინვესტორის 𝐊𝐀𝐍𝐆 𝐙𝐇𝐄𝐍𝐆-ის მასშტაბური ტრანსფორმაციული გეგმის მიხედვით, მალე უნივერსიტეტში ახალი, ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი აშენდება.
გაცვლითი პროგრამები
უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა გაცვლით პროექტებში. გაცვლითი პროგრამებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს, გრიგოლ კალანდაძეს. grigol.kalandadze@giu.edu.ge
გადახდის მოქნილი გრაფიკი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- ჩარიცხვის წესი
- აკადემიური რეგისტრაციის გზამკვლევი
- ბიბლიოთეკით სარგებლობისა და ბიბლიოთეკის რესურსების განვითარების წესი
- გამოცდების ჩატარების წესი
- პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი
- სტიპენდიის მინიჭების წესი
- სტუდენტთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მექანიზმები
- სტუდენტის ეთიკის და დისციპლინური პასუხისმგებლობის კოდექსი
ადმინისტრაციული პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია
- ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი – sofo.tevdoradze@giu.edu.ge
- სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი – tatuli.dolidze@giu.edu.ge
- ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა/სამართლის და პოლიტიკის სკოლა – monika.koberidze@giu.edu.ge/maka.koridze@giu.edu.ge
- ფინანსური სამსახური – payment@giu.edu.ge
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური – grigol.kalandadze@giu.edu.ge
- სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახური – mate.tsulaia@giu.edu.ge
- IT სამსახური – davit.donghvani@giu.edu.ge
- Emis ბაზის ადმინისტრატორი – magda.iashvili@giu.edu.ge
- კანცელარია – info@.giu.edu.ge