ისტორია

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU უკვე მრავალი წელია, იმ მდიდარი ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც, თავის დროზე, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებისას ჩაეყარა საფუძველი და დღემდე ამ პრინციპების ერთგული რჩება. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს, შექმნას ინოვაციური ცოდნის პლატფორმა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, უზრუნველჰყოს პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის განათლება, სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო ურთიერთობების დიაპაზონის გაფართოება და დივერსიფიცირება.

უნივერსიტეტი ორიენტირებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადებაზე, რომელიც თავისუფალი და შემოქმედებითი მიდგომებით ადვილად შეძლებს კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირებას.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი – GIU არის სამართალმემკვიდრე 2008 წელს დაფუძნებული „თბილისი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტისა, რომელსაც შემდეგ წლებში შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი“. 2020 წელს უნივერსიტეტის დამფუძნებელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი.

0 +

კურსდამთავრებული და 18-წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში

განვლილი 18 წლის მანძილზე უნივერსიტეტი მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების დონეზე წარმართავდა საქმიანობას და ყოველთვის აკმაყოფილებდა განათლების ხარისხის დადგენილ მოთხოვნებს. ამის დასტურია წარმატებით განვლილი ოთხი ავტორიზაცია და ყველა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია.

უნივერსიტეტს ჰყავს 5000-მდე კურსდამთავრებული, რომელთა 87% სპეციალობის მიხედვითაა დასაქმებული. კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას განაპირობებს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, საგანმანათლებლო პროგრამების, ცალკეული დისციპლინების მუდმივად დახვეწა, განახლება და სწავლების თანამედროვე მეთოდები.

თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იურიდიული კლინიკა, კონსალტინგური ცენტრი  „მომავლის მენეჯერი“,  სასწავლო ტურისტული კომპანია, სასწავლო ბანკი, ტელე და რადიო ლაბორატორიები, სტუდენტ ჟურნალისტთა კლუბი „რეპორტიორი“, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის კაბინეტი  და „ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი“.

სტუდენტების განათლებასა და პიროვნულ განვითარებას უზრუნველჰყოფენ უნივერსიტეტის კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი ლექტორები და დარგის სპეციალისტები, რომლებიც ჩართულნი არიან სამეცნიერო კვლევით საქმიანობებში.

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო  და საზოგადოებრივ  ცხოვრებაში. ისინი მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსის ჩამოყალიბების, აკადემიური პროცესების მონიტორინგისა და უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების მართვაში.

უნივერსიტეტს ძალზე ფართო სპექტრის საერთაშორისო ურთიერთობები აქვს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ საზღვარგარეთის უნივერსიტეტთან.

პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად უნივერსიტეტმა მოიპოვა მრავალი გრანტი   და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო  პროექტებში.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი განვითარების ახელ ეტპზე გადავიდა – ამაღლდა სწავლების ხარისხი, შეიქმნა დამოუკიდებელი კვლევითი სტრუქტურა, გაიზარდა ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის უცხოენოვანები, გაფართოვდა ინტერნაცილნალიზაციის მასშტაბები.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აგრძელებს საქმიანობას თქვენი გლობალური მიზნებისთვის  და სამომავლოდ მრავალ საინტერესო პროექტს გპირდებათ.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (ყოფილი თავართქილაძის უნივერსიტეტი) ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 2020 წლიდან მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგის – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის წევრია! აღნიშნული ჯგუფის წევრობა ხაზგასმით ამტკიცებს, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების ხარისხის დონე პასუხობს უმაღლესი განათლების საერთაშორისო სტანდარტებს.

ჯგუფის ქოლგის ქვეშ, მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მსხვილი უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს. განათლების სფეროში 22 წლიანი მოღვაწეობის გზაზე, ჯგუფმა მრავალი პროფესიული, სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებელი დაარსა. აღნიშნული ჯგუფის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციები წარმოდგენილია: ჩინეთში, აშშ-ში, იაპონიაში, სინგაპურში, მალაიზიაში, საქართველოში და სხვა.

გარდა იმისა, რომ ჯგუფის მიზანია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ბაზების შექმნა მსოფლიო მასშტაბით, ჯგუფი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა დარგის განვითარებაზე:  სპორტი, მედიცინა, ხელოვნება და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჯგუფის მიერ  საქართველოში დაარსდა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის სხვადასხვა სასწავლებელთან ერთად არაერთ საერთაშორისო პროექტსა და გაცვლით პროგრამას სთავაზობს როგორც GIU-ს სტუდენტებს, ასევე პროფესორებს, ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს. გარდა ამისა, სტუდენტებს დამატებით სთავაზობს ჩინური, იაპონური და კორეული ენების მაღალ დონეზე სწავლებას, რაშიც  ამ ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი ლექტორებიც არიან ჩართულნი.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი – აქედან იწყება სვლა მსოფლიოსკენ!

📣საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის 17-წლიანი წარმატების ისტორია!
🔻𝟏𝟗𝟗𝟎 – უმაღლესი კომერციული კოლეჯი
🔻𝟏𝟗𝟗𝟑 – დან გურამ თავართქილაძე, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი
🔻𝟐𝟎𝟎𝟖 – დაარსდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
🔻𝟐𝟎𝟎𝟗 – უნივერსიტეტმა მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი
🔻𝟐𝟎𝟏𝟎 – კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება
🔻𝟐𝟎𝟏𝟎 – უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ პირველი უცხოელი ლექტორები
🔻𝟐𝟎𝟏𝟏 – სტუდენტური ხედვის საფუძველზე აშენდა ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი
🔻𝟐𝟎𝟏𝟏 – დან თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში
🔻𝟐𝟎𝟏𝟖 – პირველი უცხოელი სტუდენტები ეიხშტაატ-ინგოლშტატის კათოლიკური უნივერსიტეტიდან (გერმანია)
🔻𝟐𝟎𝟐𝟎 – უნივერსიტეტის ახალი მფლობელი გახდა მსხვილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰოლდინგი – ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი
🔻𝟐𝟎𝟐𝟑 – ახალი სახელწოდება: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
🔻𝟐𝟎𝟐𝟓 – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა!
👩‍🎓𝟒𝟗𝟎𝟎+ კურსდამთავრებული