ინტერესთა კლუბები
GIU ინტერესთა კლუბები
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბები, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტთა კონკრეტულ ინტერესებზე, გატაცებებზე და სფეროებზე. კლუბები სტუდენტებს უქმნიან პლატფორმას, რომ გაერთიანდნენ, ჩაერთონ მათ საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ აქტივობებში და შექმნან ჯანსაღი გარემო უნივერსიტეტში.
ინტერესთა კლუბის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა საერთო ინტერესი აერთიანებდეს მინიმუმ 3 სტუდენტს.
რა უპირატესობები აქვს კლუბის რეგისტრაციას/კლუბში გაწევრიანებას?
- კლუბის სახელით თემატურ ღონისძიებებში/პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- კლუბის სახელით საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება ღონისძიებებზე;
- საორგანიზაციო პროცესებში ხელშეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან;
- კამპუსის სივრცის გამოყენება;
- უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა;
- დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურს.
ელ.ფოსტაზე: mate.tsulaia@giu.edu.ge
ინტერესთა კლუბების გრადაცია და დაფინანსების წესი
სტუდენტური ინტერესთა კლუბების კატეგორიზაციის სისტემა
კატეგორიები და კრიტერიუმები:
III კატეგორია – ახალი ან მცირე აქტივობის მქონე კლუბები
- კლუბი ახალია ან ფუნქციონირების მინიმუმ 1 წელი.
- ჩაატარა მინიმუმ 3 წარმატებული პროექტი.
- წევრების რაოდენობა მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 15.
- დაფინანსების ლიმიტი მაქსიმუმ 300 ლარი ერთ პროექტზე.
- სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვა და მოკლე ანგარიშგება პროექტის დასრულების შემდეგ.
II კატეგორია – საშუალო აქტივობის კლუბები
- კლუბი ფუნქციონირებს მინიმუმ 2 წელი.
- ჩაატარა მინიმუმ 6 წარმატებული პროექტი.
- წევრების რაოდენობა მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 30.
- დაფინანსების ლიმიტი მაქსიმუმ 1000 ლარი ერთ პროექტზე.
- სავალდებულოა დეტალური ხარჯთაღრიცხვა და პროდუქტიული ანგარიშგება (ფოტო/ვიდეო მასალებით).
I კატეგორია – მაღალი გამოცდილებისა და გავლენის მქონე კლუბები
- კლუბი ფუნქციონირებს მინიმუმ 3 წელი და არის ცნობადი
- ჩაატარა მინიმუმ 10 მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებმაც გავლენა მოახდინა სტუდენტურ საზოგადოებაზე.
- წევრების რაოდენობა მინიმუმ 20 და ზევით.
- დაფინანსების ლიმიტი მაქსიმუმ 5000 ლარი ერთ პროექტზე.
- სავალდებულოა სრული ხარჯთაღრიცხვა, პროექტის დეტალური ანგარიშგება და საზოგადოებრივი ჩართულობის ანალიზი.
განვითარების და ზრდის შესაძლებლობები
- III კატეგორიიდან II კატეგორიაში გადასასვლელად – კლუბმა უნდა დაასრულოს 6 წარმატებული პროექტი და იმუშაოს მინიმუმ 1 წელი.
- II კატეგორიიდან I კატეგორიაში გადასასვლელად – კლუბმა უნდა დაასრულოს 10 მნიშვნელოვანი პროექტი, იმუშაოს მინიმუმ 2 წელი.
- I კატეგორიის კლუბებს შეუძლიათ დამატებითი დაფინანსების მოპოვება უნივერსიტეტის პარტნიორობით და საერთაშორისო გრანტებით.