Buddy Program
Buddy პროგრამა GIU-ში
გახდი მეგობარი, რომელსაც სხვები დაეყრდნობიან!
Buddy პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას GIU-ს სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ცხოვრებაში და დაეხმარონ ახალწვეულ უცხოელ სტუდენტებს ადაპტაციაში. პროგრამის მიზანია მათთვის მეგობრული და მხარდაჭერიანი გარემოს შექმნა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ახალ სტუდენტთა ინტეგრაციას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
რას სთავაზობს Buddy პროგრამა მონაწილეებს?
პერსონალური განვითარება და ვორქშოპები
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობენ პრაქტიკულ სესიებში და ვორქშოპებში, სადაც იძენენ მნიშვნელოვან უნარებს, მათ შორის:
ეფექტური კომუნიკაცია
გუნდური მუშაობა
მენტორთან სწორი ურთიერთობა
კონფლიქტების მართვა
ლიდერობა
კულტურათაშორისი კომპეტენცია
გაცვლითი პროგრამების პრიორიტეტი
Buddy პროგრამაში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ უპირატესობას უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ გაცვლით პროგრამებში, რადგან უკვე ფლობენ პრაქტიკულ გამოცდილებას უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის კუთხით.
კულტურის დღეები
პროგრამაში ჩართული სტუდენტები გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის დღეებს, რაც ქმნის მრავალფეროვან და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს. ეს იძლევა შანსს, როგორც უცხოელ, ასევე ქართველ სტუდენტებს, უკეთ გაეცნონ ერთმანეთის კულტურებს და განივითარონ გლობალური ხედვა.
Buddy პროგრამაში ჩართვა ნიშნავს:
ახალი მეგობრების შეძენას
ლიდერული და მენტორული უნარების განვითარებას
საერთაშორისო გამოცდილების მიღებას შენს უნივერსიტეტშივე
და, რაც მთავარია – ადამიანის მხარდაჭერას, რომელსაც შენი დახმარება ნამდვილად სჭირდება
კლუბის მენტორი Buddy პროგრამაზე
„Buddy პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს უნივერსიტეტსა და ქვეყანასთან ადაპტაციაში ეხმარება. პირველ კვირებში ყველაზე მნიშვნელოვანია, გვერდით იყოს ადამიანი, რომელიც გაგიწევს დახმარებას სასწავლო პროცესის გაცნობაში, ყოველდღიურ საკითხებში და თბილისის აღმოჩენაში.
ქართველი სტუდენტები კი ამ პროგრამით იძენენ კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და ლიდერობის გამოცდილებას. ისინი სწავლობენ პასუხისმგებლობის აღებას, ყოველდღიურად იყენებენ უცხო ენას და მეგობრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ თანატოლებთან. ეს გამოცდილება მათ სწავლაშიც გამოადგებათ და მომავალ კარიერაშიც.
ჩვენი მიზანია, რომ ჯიუ ყველა სტუდენტისთვის ღია და მეგობრული გარემო იყოს, სადაც თითოეული თავს საკუთარ სახლში იგრძნობს.”
Buddy პროგრამის მენტორი
გრიგოლ კალანდაძე





