„Business Society“ არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ის ბიზნეს კლუბი, რომელიც აერთიანებს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს. კლუბის მიზანია სტუდენტების პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული ცოდნის განვითარება ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით.
კლუბი გეგმავს ორგანიზებას გაუწიოს ტრენინგებს, ვორქშოპებს და კონკურსებს, რაც ხელს შეუწყობს წევრთა ცოდნის გაღრმავებას და მათ ჩართულობას რეალურ პროექტებში. მენტორული მხარდაჭერა გამოცდილი ექსპერტებისგან ხელს უწყობს კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების გაუმჯობესებას.
„Business Society“ ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ განვითარებას, ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ეხმარება მათ წარმატებულ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.