ჩინური ენის კლუბი

ჩინური ენის კლუბი GIU-ში

გაიცანით ჩინეთი თბილისიდან გაუსვლელად!

ჩინური ენის კლუბი უნიკალური შესაძლებლობაა GIU-ს სტუდენტებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სურს ჩინური ენის შესწავლა და ჩინეთის მდიდარი კულტურის გაცნობა. კლუბის თანახელმძღვანელი ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგია, რაც ენის მშობლიური მატარებლისგან სწავლისა და ჩინური კულტურის ახლოს გაცნობის საშუალებას იძლევა. კლუბის მიზანია ცოცხალი და მეგობრული გარემოს შექმნა, სადაც ენის სწავლა გაკვეთილით არ შემოიფარგლება და კინოჩვენებებით, ჩაის ცერემონიებით, კალიგრაფიითა და სხვა საინტერესო აქტივობებით გრძელდება.

ღონისძიებები და თემატური საღამოები
წლის განმავლობაში კლუბში მრავალფეროვანი ღონისძიებები ტარდება:

  • კინოჩვენებები: ჩინური მხატვრული და დოკუმენტური ფილმები;
  • თამაშის დღეები: ჩინური სამაგიდო თამაშები;
  • სამზარეულოს გაკვეთილები: ტრადიციული ჩინური კერძების მომზადება;
  • ჩაის ცერემონიები: ჩინური ჩაის კულტურა, ისტორია და ეტიკეტი;
  • კარაოკე საღამოები: ჩინური სიმღერები;
  • ცეკვის გაკვეთილები: ტრადიციული ჩინური ცეკვები;
  • საბრძოლო ხელოვნება: კუნგ-ფუ და ტაიჩი;
  • ხელოვნების გაკვეთილები: ჩინური კალიგრაფია და ფერწერა;
  • პოეზიისა და ლეგენდების საღამოები: ჩინური პოეზია, ზღაპრები და ლეგენდები;
  • შეხვედრები ჩინელ პედაგოგებთან და მოწვეულ სტუმრებთან: საუბრები სხვადასხვა თემაზე.

 

ჩინური ენის გაკვეთილები
კლუბში ენას პრაქტიკაში სწავლობთ: საუბრობთ, უსმენთ ერთმანეთს და ერთად ვარჯიშობთ. გაკვეთილები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვინც ჩინურს უკვე სწავლობს.

ჩინური ენის კლუბში გაწევრიანება ნიშნავს:

  • ჩინური ენის სწავლას ჩინელ პედაგოგთან ერთად;
  • ჩინური კულტურის ახლოს გაცნობას;
  • თანამოაზრე მეგობრების შეძენას;
  • ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების გამოცდილების მიღებას;
  • და რაც მთავარია, უპირატესობის მოპოვებას მომავალ კარიერაში, რადგან ჩინური ენის ცოდნა დღეს სულ უფრო მეტად ფასობს.

კლუბის მენტორი ჩინური ენის კლუბზე

„ჩინური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენაა, ჩინეთი კი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ამიტომ ამ ენის ცოდნა სტუდენტებს ბევრ ახალ შესაძლებლობას უხსნის.

ჩვენი კლუბი იმისთვის შეიქმნა, რომ ენა მხოლოდ სახელმძღვანელოს ფურცლებზე არ დარჩეს. აქ სტუდენტები ერთმანეთს ესაუბრებიან, ეხმარებიან და ჩინურ კულტურას ახლოს ეცნობიან, კალიგრაფიიდან დაწყებული ტრადიციული დღესასწაულებით დამთავრებული.

ჩვენი მიზანია, რომ კლუბი იყოს სივრცე, სადაც ყველა, ვისაც ჩინეთი აინტერესებს, თანამოაზრეებსაც იპოვის და ენის სწავლის მოტივაციასაც.”

ჩინური ენის კლუბის მენტორი
ანუკა მახარაძე

კლუბის სიახლეები