გონების არქივი

გონების არქივი

სივრცე, სადაც გონება მუშაობს, სწავლობს და ვითარდება!

„გონების არქივი” GIU-ს ფსიქოლოგიის კლუბია. ის აერთიანებს სტუდენტებს, რომლებიც ინტერესდებიან ფსიქოლოგიით, კვლევებით, ადამიანის გონების ფუნქციონირებით და თანამედროვე სამეცნიერო ხედვებით. კლუბის მიზანია ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ცოდნა ზიარდება, დისკუსიები იმართება, იდეები იბადება და პრაქტიკული გამოცდილება ვითარდება.

თემატური შეხვედრები და ლექციები

კლუბი მასპინძლობს ფსიქოლოგებს, მკვლევრებს და დარგის პრაქტიკოსებს, რომლებიც სტუდენტებს ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

მასტერკლასები და ტრენინგები

წევრები მონაწილეობენ პრაქტიკულ მასტერკლასებსა და ტრენინგებში, სადაც ფსიქოლოგიურ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას სწავლობენ.

სამუშაო ჯგუფები და დისკუსიები

მცირე ჯგუფებში სტუდენტები განიხილავენ კვლევებს, ქეისებს და სადისკუსიო თემებს, ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს.

კვლევითი აქტივობები და პროექტები

 

კლუბი ხელს უწყობს სტუდენტურ კვლევით პროექტებს: თემის შერჩევიდან და მეთოდოლოგიიდან შედეგების წარდგენამდე. წევრებს შეუძლიათ საკუთარი თემის წარდგენაც და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობაც.

„გონების არქივში” გაწევრიანება ნიშნავს:

  • ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას;
  • შეხვედრებს დარგის პროფესიონალებთან;
  • თანამოაზრეებთან ერთად მუშაობას და ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილებას;
  • და რაც მთავარია, როგორც აკადემიურ, ისე პიროვნულ ზრდას.

კლუბის მენტორი „გონების არქივზე"

„ფსიქოლოგია მხოლოდ თეორია არ არის. ის გვეხმარება, უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი, სხვები და ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ გვინდოდა, რომ სტუდენტებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც ლექციის მიღმაც შეძლებენ კითხვების დასმას, კამათს და ახალი იდეების გამოცდას.

„გონების არქივში” სტუდენტები ერთად კითხულობენ, განიხილავენ, იკვლევენ და საკუთარ თემებს წარადგენენ. აქ ყველა კითხვა მნიშვნელოვანია და ყველა იდეა იმსახურებს მოსმენას.

ჩვენი მიზანია, რომ კლუბი იყოს ადგილი, სადაც გონება მუშაობს, სწავლობს და ვითარდება, და სადაც თითოეული წევრი აკადემიურადაც და პიროვნულადაც იზრდება.“

გონების არქივის კლუბის მენტორი
გიორგი გერგაული