ინგლისური ენის კლუბი

ინგლისური ენის კლუბი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU) შეიქმნა სასწავლო ცენტრი E-lang-ის მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, GIU-ს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა სრულად უფასოდ შეისწავლონ ინგლისური ენა, ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში და მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

კლუბის შექმნა განხორციელდა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან სამსახურის ხელმძღვანელის – მათე წულაიას ინიციატივით, და კლუბში გაწევრიანება შესაძლებელია არამხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის.


კლუბის მენტორი – მედეა ალფაიძე

კლუბს მენტორობას უწევს მედეა ალფაიძე, რომელსაც გააჩნია:

  • ინგლისური ენის სწავლებისა და თარგმნის 16-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორებში

  • ეუთოს სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს პარლამენტის თარჯიმნის გამოცდილება

  • უფროსი მასწავლებლის სტატუსი

  • განათლების მაგისტრის ხარისხი

  • სტრატეგიული კომუნიკაციების მოქმედი მაგისტრანტი

  • პარლამენტის თარჯიმანი


სერტიფიკატები:

  • კემბრიჯის უნივერსიტეტი ESOL – CAE (Certificate in Advanced English)

  • კემბრიჯის უნივერსიტეტი ESOL – TKT (Teaching Knowledge Test)

  • კემბრიჯის უნივერსიტეტი ESOL – FCE (First Certificate in English)

  • TOEFL და IELTS-ის სერთიფიკატები


GIU მადლობას უხდის სტუდენტებს და ორგანიზაცია E-lang-ს კლუბის შექმნისთვის, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში.