სამართლის კლუბი

სამართლის კლუბი GIU-ში

GIU-ს სამართლის კლუბი – სამართლიანობისა და ცოდნის სივრცე!

 ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა იურისტები ერთად იკვლევენ სამართლის სამყაროს, განიხილავენ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს და იღრმავებენ პრაქტიკულ უნარებს. აქ თეორია მხოლოდ საწყისი წერტილია – ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას კრიტიკულ აზროვნებაზე, დებატებზე და რეალურ ქეისებზე მუშაობაზე.

GIU-ს სამართლის კლუბი გთავაზობთ ინტერაქტიულ ლექციებს, სასამართლო იმიტაციებს, სამართლებრივ დისკუსიებსა და პროფესიონალებთან შეხვედრებს, რაც გეხმარებათ გახდეთ უფრო თავდაჯერებული და წარმატებული იურისტი.

თუ გინდა, რომ სამართალი მხოლოდ საგანი კი არა, შენი ძლიერი ინსტრუმენტი გახდეს, შემოგვიერთდი GIU-ს სამართლის კლუბში და ერთად დავიცვათ სამართლის პრინციპები! 

რას სთავაზობს სამართლის კლუბი წევრებს?

იმიტირებული სასამართლო პროცესები
კლუბის წევრები მონაწილეობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში უნივერსიტეტის სასწავლო სასამართლო დარბაზში. ისინი ირგებენ მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის როლებს, ამზადებენ არგუმენტებს და იცავენ პოზიციას რეალურ პროცესთან მიახლოებულ გარემოში.

საქმეების ანალიზი და დებატები
შეხვედრებზე სტუდენტები განიხილავენ საინტერესო სასამართლო გადაწყვეტილებებს და აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს. დებატები ავითარებს არგუმენტირებული მსჯელობისა და საჯარო გამოსვლის უნარს, რაც ნებისმიერი იურისტისთვის აუცილებელია.

შეხვედრები პრაქტიკოს იურისტებთან
კლუბი მასპინძლობს მოსამართლეებს, ადვოკატებს, პროკურორებს და სხვა პრაქტიკოს სპეციალისტებს. ისინი სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და პროფესიის რეალურ გამოწვევებზე ესაუბრებიან.

ვიზიტები და კონკურსები
კლუბის წევრები სტუმრობენ სასამართლოებსა და სამართლებრივ ინსტიტუციებს, ასევე ემზადებიან სტუდენტური სამართლებრივი კონკურსებისთვის და მონაწილეობენ მათში.

სამართლის კლუბში გაწევრიანება ნიშნავს:

  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • არგუმენტირებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას;
  • პროფესიულ ნაცნობობას პრაქტიკოს იურისტებთან;
  • გუნდური მუშაობისა და ლიდერობის გამოცდილების მიღებას;
  • და რაც მთავარია, მყარ საფუძველს მომავალი კარიერისთვის.

კლუბის მენტორი სამართლის კლუბზე

„კარგი იურისტი მხოლოდ კანონების ცოდნით არ განისაზღვრება. მთავარია, შეეძლოს საკუთარი პოზიციის დასაბუთება, განსხვავებული მოსაზრების მოსმენა და რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღება.

სამართლის კლუბი სწორედ ამ უნარების განვითარების ადგილია. აქ სტუდენტები სწავლობენ, როგორ მოემზადონ სასამართლო პროცესისთვის, როგორ იკამათონ არგუმენტებით და როგორ შეხედონ ერთსა და იმავე საქმეს სხვადასხვა მხრიდან.

ჩვენი მიზანია, რომ კლუბის წევრებმა უნივერსიტეტი არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პროფესიული თავდაჯერებულობითაც დაასრულონ.”

სამართლის კლუბის მენტორი
თათია დოლიძე

კლუბის სიახლეები

GIU-ს სტუდენტები ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში მიემგზავრებიან

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს  ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსის შედეგები ცნობილია. GIU-ს სტუდენტები ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში კრედიტების ფარგლებში ისწავლიან. აღნიშნული პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და

მეტის წაკითხვა »
ჯიუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტები ძამას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ

15 ივლისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მხარდაჭერითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჯიუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტები ძამას ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. დღე ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი

მეტის წაკითხვა »
ჯიუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ვორქშოპში ბრატისლავაში

2026 წლის 22–26 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს ორი სტუდენტი — მარი ლომაია (სამართლის საბაკალავრო პროგრამა) და სოფო ჯამაგიძე (სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამა) — მონაწილეობდა ვორქშოპში

მეტის წაკითხვა »
იმიტირებული სასამართლო პროცესი შრომის სამართალში

15 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის, Expertise France-ისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით, GIU-ს სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი შრომის

მეტის წაკითხვა »
ჯიუ-ში ყველაზე განსხვავებული ღია კარის დღე გაიმართა

11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ყველაზე განსხვავებული ღია კარის დღე გაიმართა! აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არა მხოლოდ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი, შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ ინფორმაცია სასწავლო

მეტის წაკითხვა »
ჯიუ-მ ახალგაზრდული დიპლომატიური პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა

13-14 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ უმასპინძლა ახალგაზრდულ დიპლომატიურ პროექტს ,,NoDMUN Tbilisi 2026″, რომელიც ორგანიზაცია „Nexus of Diplomacy“-ის მიერ განხორციელდა უნივერსიტეტის მხარდაჭერით. პროექტში მონაწილეობდნენ დამამთავრებელი

მეტის წაკითხვა »