რა სად როდის?

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ფუნქციონირებს ინტელექტუალური სტუდენტური კლუბი: ,,რა? სად? როდის?“. კლუბში გაწევრიანება შეუძლია ჯიუს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. აღნიშნული კლუბი მონაწილეობას იღებს საქართველოში გამართულ ინტელექტუალურ და შემეცნებით შეჯიბრებებში.

𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 𝟐𝟑 აპრილს 𝐆𝐈𝐔-ს კლუბის: ,,რა? სად? როდის?“ წევრი სტუდენტები უნივერსიტეტებს შორის გამართულ ინტელექტუალურ თამაშში: ,,რა? სად? როდის?” მონაწილეობდნენ, სადაც 𝐈𝐈𝐈 ადგილი დაიკავეს. 𝐄𝐝𝐮𝐜𝐚𝐭𝐢𝐨𝐧𝐚𝐥 𝐏𝐚𝐫𝐭𝐲-ს მიერ გამართულ აღნიშნულ პროექტში საქართველოს მასშტაბით 𝟑𝟓𝟎-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. 

ინტელექტუალურ კლუბში: ,,რა? სად? როდის?“ გაწევრიანება, ისევე როგორც სხვა ინტერესთა კლუბებში, უფასოა და არ საჭიროებს საწევროს გადასახადს.