კლუბი რეპორტიორი

„რეპორტიორი“ არის საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ის სტუდენტური კლუბი, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს. კლუბი წარმოადგენს სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ვითარდებიან როგორც მომავალი ჟურნალისტები, იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და მონაწილეობენ მედიისთვის აქტუალურ პროცესებში.

კლუბის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებისთვის ჟურნალისტური უნარების განვითარებას – ფაქტების გადამოწმებიდან დაწყებული, სტატიების წერით, ინტერვიუების აღებითა და რეპორტაჟების მომზადებით დასრულებული.
გარდა თეორიული ცოდნის დამუშავებისა, კლუბის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია რეალურ მედია აქტივობებში ჩართულობას, სარედაქციო პროცესების იმიტაციასა და ჟურნალისტური ეთიკის განხილვას.

კლუბი „რეპორტიორი“ გეგმავს საუნივერსიტეტო გაზეთისა და ონლაინ პლატფორმის შექმნას, სტუდენტური პოდკასტების, აუდიო/ვიდეო რეპორტაჟების მომზადებას და პროფესიონალ ჟურნალისტებთან შეხვედრებს, რაც შესაძლებლობას აძლევს წევრებს, რეალურ მედიაგარემოში გადაინაცვლონ.

ეს არის ადგილი, სადაც თითოეული სტუდენტი შეუძლია გახდეს ინფორმაციის შემქმნელი, ხმა მიანიჭოს მოვლენებს და თანდათან ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფესიული სტილი.