სტუდენტური სამეცნიერო კლუბი

𝟐𝟎𝟐𝟑 წლის მაისში, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუში (ყოფილი სახელწოდება: თავართქილაძის უნივერისტეტი), 𝐆𝐈𝐔-ს კვლევითი ხელშეწყობის ცენტრის უფროსის, პროფესორ – ზოია ადამიას ინიციატივით, სტუდენტური სამეცნიერო კლუბი ჩამოყალიბდა. აღნიშნულ კლუბს მენტორობას გაუწევს ქალბატონი ზოია ადამია და უხელმძღვანელებენ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები: ლევან ყაულაშვილი, კახა გრიგოლია, ლიკა ბაგაშვილი.

სტუდენტური სამეცნიერო კლუბის მიზნებია:

  • სამეცნიერო სივრცეში სტუდენტების ჩართულობა, წერილობითი უნარ-ჩვევების დაუფლება და სამეცნიერო ნაშრომების კომპეტენტური პრეზენტაცია.
  • ახალგაზრდა იურისტების, ეკონომისტების, ფსიქოლოგების, ჟურნალისტების, ფილოლოგების და ა.შ. ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • ახალგაზრდა პროფესიონალების გაერთიანება საერთო ინტერესის საფუძველზე
  • კლუბი განახორციელებს აკადემიური განვითარების პროგრამებს სტუდენტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მეცნიერება, სწავლება, ასევე დაეხმარება მათ მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო პროექტებში.

 

სტუდენტური სამეცნიერო კლუბის მუშაობის ფორმები:

  • ღია ლექციები;
  • ვებინარები;
  • მრგვალი მაგიდები;
  • დებატები;
  • საქმიანი თამაშები;
  • აკადემიური საქმიანობის შესახებ კონსულტაციები და სხვ.

სტუდენტური სამეცნიერო კლუბი ღიაა ყველასთვის: მათთვისაც, ვისაც, უბრალოდ, აინტერებს მეცნიერება და სურს გამოსცადოს საკუთარი თავი მეცნიერის როლში, ასევე მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მომავალში სურს ამის პროფესიონალურად კეთება.