YOUTH LAB სამეცნიერო კლუბი
Youth LAB სამეცნიერო კლუბი GIU-ში
კითხვიდან აღმოჩენამდე!
Youth LAB სამეცნიერო კლუბი უნიკალური შესაძლებლობაა GIU-ს სტუდენტებისთვის, ვისაც კვლევა აინტერესებს და სურს, სწავლის პერიოდშივე გადადგას პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში. კლუბი აერთიანებს სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს, რაც ინტერდისციპლინური იდეებისა და ერთობლივი პროექტების საშუალებას იძლევა. კლუბის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცნობისმოყვარეობა კვლევით კითხვად, კვლევითი კითხვა კი რეალურ სამეცნიერო ნაშრომად იქცევა.
რას სთავაზობს სამართლის კლუბი წევრებს?
კვლევითი პროექტები
კლუბის წევრები გუნდებად მუშაობენ საკუთარ კვლევით პროექტებზე, აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით. ისინი სწავლობენ, როგორ ჩამოაყალიბონ კვლევითი კითხვა, შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები და გამოიტანონ დასაბუთებული დასკვნები.
სამეცნიერო წერა და მეთოდოლოგია
ვორქშოპებზე სტუდენტები ეუფლებიან კვლევის მეთოდებს, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიებასა და ანალიზს, აკადემიური ტექსტის წერასა და წყაროების სწორად მითითებას. ეს უნარები საჭიროა როგორც საბაკალავრო ნაშრომისთვის, ისე სწავლის შემდეგ საფეხურზე.
კონფერენციები და პრეზენტაციები
კლუბის წევრები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე, უნივერსიტეტშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ასე იძენენ საჯარო გამოსვლისა და სამეცნიერო დისკუსიის გამოცდილებას.
შეხვედრები მკვლევრებთან
კლუბი მასპინძლობს მეცნიერებს და მკვლევრებს. ისინი სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ კვლევით გამოცდილებას და უყვებიან, როგორ მუშაობს თანამედროვე მეცნიერება.
Youth LAB-ში გაწევრიანება ნიშნავს:
- კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას;
- სამეცნიერო წერისა და პრეზენტაციის გამოცდილების მიღებას;
- აკადემიურ პერსონალთან ერთად მუშაობას;
- თანამოაზრე, ცნობისმოყვარე სტუდენტების გაცნობას;
- და რაც მთავარია, მყარ საფუძველს მაგისტრატურისა და სამეცნიერო კარიერისთვის.
კლუბის მენტორი Youth LAB-ზე
„ყველა დიდი აღმოჩენა მარტივი კითხვით იწყება. მთავარია, ამ კითხვას ყურადღებით მოეკიდო და მასზე პასუხის ძიებას სისტემურად შეუდგე. Youth LAB სწორედ ამის სწავლის ადგილია.
აქ სტუდენტები იძენენ რეალურ კვლევით გამოცდილებას: გეგმავენ კვლევას, მუშაობენ მონაცემებთან, წერენ და წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს. გზადაგზა სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას და იმას, რომ შედეგი მხოლოდ შრომით, მოთმინებითა და გუნდური მუშაობით მიიღწევა.
ჩვენი მიზანია, რომ კლუბის წევრებმა უნივერსიტეტში არა მხოლოდ ცოდნა მიიღონ, არამედ ის თავადაც შექმნან.”
Youth Lab-ის მენტორი
პროფესორი რუსუდან წიკლაური
კლუბის სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 2026
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ 2026 წლის 4-5 ივნისს ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და სტუდენტებისა და მკვლევართა ინოვაციური იდეების გაზიარების

GIU-ს მონაწილეობა Horizon Europe-ის საშუამავლო ღონისძიებაზე პარიზში
2026 წლის 1-2 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ჯიუ-ს აფილირებულმა ასისტენტ პროფესორმა, კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან წიკლაურმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, პარიზში გამართულ Net4Society-ის საერთაშორისო საშუამავლო

GIU საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე
მიმდინარე წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ააიპ რეოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, შეკვეთილში ბიომედიცინაში საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მხარდაჭერით აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას