საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი

საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების (B ტესტი) საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით დადგენი­ლი წესის შე­სა­ბა­მი­სად. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
  • უცხო ენის შესაბამის (B2) დონეზე ცოდნის დადასტურება სერტიფიკატით ან გამოცდით.

პროგრამაზე სწავლის უფლება შეუძლია მოიპოვოს სხვა უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების სტუდენტმა მობილობის საფუძ­ველზე საქართველოს კანონმდებლობის და სასწავლო პროცესის რეგულირების წესის მოთხოვნათა შესაბამისად.

პროგრამის ღირებულება:

2250 ლარი | სწავლის გადასახადის გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად

პროგრამის კოდი:

0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება

  • საბუთების მიღების ვადა – 01 სექტემბერიდან 19 სექტემბრი (სამუშაო საათებში)
  • პირველადი შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი
  • გასაჩივრების თარიღები – 26, 27 და 28 სექტემბერი
  • საბოლო შედეგების გამოცხადება/ჩარიცხვა – 29 სექტემბერი

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი

აკადემიური საფეხური:

მაგისტრატურა

კვალიფიკაციის დონე:

VII

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის მოცულობა (ECTS) :

120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

პროგრამის ხელმძღვანელი

ზურაბ მუშკუდიანი - პროფესორი

მზად ხართ გახდეთ ჩვენი სტუდენტი?

მაგისტრატურის ძირითადი მიზნები:

  • მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;
  • სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება:
  • კვალიფიკაციის ამაღლება.
  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე მიღებული სპეციალობის შეცვლის მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

მაგისტრატურამ უნდა უზრუნველყოს ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც:

ფლობს საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, სპეციალობის შესაბამის კომპეტენციებს და მზად იქნება დამოუკიდებელი, მაღალკვალიფიციური პროფესიული საქმიანობისათვის;

იქნება კონკურენტუნარიანი შრომის შიდა და გარე ბაზარზე.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობაა:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;
  • უცხო ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დადასტურება დადგენილი სერტიფიკატით ან გამოცდით.

საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ECTS -ის 120 კრედიტის დაგროვებას. 1 კრედიტი = 25-30 ასტრონომიულ საათს, 1 ასტრონომიული საათი = 60 წთ. კრედიტი ითვალისწინებს საკონტაქტო და დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტი დროის ერთეულში (სთ.) ასახავს სამუშაოს იმ მოცულობას, რომელიც საჭიროა სტუდენტის მიერ პროგრამის ერთი კომპონენტის ასათვისებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად.

ერთი სასწავლო წელი შედგება ორი, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებისგან, მოიცავს 43 კვირას, მათ შორის 38 სასწავლო და სასესიო კვირას, 4 კვირას დამატებითი გამოცდებისათვის (2 კვირა თითოეულ სემესტრში), 1 კვირას საშობაო არდადაგებისათვის.

სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტმა სასურველია დაძლიოს საშუალოდ 30 კრედიტი, ხოლო წელიწადში – 60 კრედიტი, თუმცა, პროგრამის სპეციფიკიდან და სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.

  • განცხადება რექტორის სახელზე;
  • ფერადი ფოტოსურათი (3×4) ამობეჭდილი, (4 ცალი) და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დედანი ან მათი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის(პასპორტის) ასლი დედანთან ერთად;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ვაჟებმა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობა ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).