23 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ასოციაცია ,,კათარზისს“ ეწვივნენ.
GIU-ს სტუდენტებმა ბენეფიციარებს ზრუნვითა და სიყვარულით აღსავსე დღე აჩუქეს.
,,კათარზისში“ სადილი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს მიერ იყო სრულად დაფინანსებული და უფასო სადილზე მოსულ ბენეფიციარებსაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები უწევდნენ სერვირებას.
უნდა აღინიშნოს, რომ GIU მსგავსი ხასიათის ჰუმანიტარულ აქციას და სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა მხარდაჭერას მომავალშიც გეგმავს.
უნივერსიტეტი ჯიუ მადლობას უხდის GIU • სტუდენტურ თვითმმართველობას და აქციაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს აქტიურობისა და ჩართულობისთვის.