საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს პერსონალისათვის (ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული) აცხადებს კონკურსს ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტისუნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობით 2 კვოტაზე გაგზავნის მიზნით;
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: საკონკურსო დოკუმენტების მიღება და გადარჩევა
II ეტაპი: ტესტირება ან/და გასაუბრება ინგლისურ ენაში
III ეტაპი: საჩვენებელი ლექცია ან/და პრეზენტაცია შერჩეული თემის მიხედვით
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- დიპლომების ასლები;
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დონე შესაძლოა, შემოწმდესსაუნივერსიტეტო ტესტირებით ან/და გასაუბრებით ინგლისურ ენაში);
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა შესაბამისი სკოლის დეკანის, პროგრამის ხელმძღვანელის ან/და სხვა ისეთი პირის მიერ, რომელიც იცნობს პირის სამეცნიერო/პედაგოგიურ მოღვაწეობას);
- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 7ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით (ტესტირება ან/და გასაუბრება ინგლისურ ენაში ჩატარდება 19 ნოემბრს; საჩვენებელი ლექცია ან/და პრეზენტაცია ჩატარდება 20 ნოემბერს);
პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების საბუთების გადარჩევა, მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება (გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან) ან/და გასაუბრება ინგლისურ ენაში (გადასალახი ბარიერი 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან). მესამე ეტაპზე გასულად ჩაითვლება კანდიდატი რომლის ინგლისური ენის ცოდნის დონე შეესაბამება არანაკლებ B2-ს; მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები საჩვენებელ ლექციას ან/და შერჩეული თემის მიხედვით პრეზენტაციას წარმოადგენენ კომისიასთან (გადასალახი ბარიერი 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან).
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ: გრიგოლ კალანდაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; 599150502; grigol.kalandadze@giu.edu.ge