კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: აპლიკაციების მიღება;
II ეტაპი: გასაუბრება ან/და ტესტირება ინგლისურ ენაში (28 აპრილი; გადასალახი ბარიერი არის 15 ქულა მაქსიმალური 30 ქულიდან);
III ეტაპი: პრეზენტაციის ჩატარება (30 აპრილი; გადასალახი ბარიერი არის 8 ქულა მაქსიმალური 15 ქულიდან)
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე;
- აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შესაბამისი ცნობა უნივერსიტეტიდან;
- სამოტივაციო წერილი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამდასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
- CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- 1 ან 2 სარეკომენდაციო წერილი (გაიცემა ლექტორების მიერ);
- სხვა უნარებისა და მიღწევების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტული კონკურსის თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს პირის შესარჩევად (კონფერენციებში, ტრენინგებში, მასტერკლასებსა და სხვა კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტისა და ჯიუ-ს მფლობელის, ბატონ ქანგ ჭენგის სპეციალურ სტიპენდიას ფრენის ბილეთებისა და განთავსებისათვის. სტუდენტი ასევე სწავლის გადასახადისგან იქნება თავისუფალი.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 8 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის დეტალებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
გრიგოლ კალანდაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ტელ.: 599150502; ელ. ფოსტა: grigol.kalandadze@giu.edu.ge