GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის მასტერკლასი – პროფესიული განვითარების შანსი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!
ოთხშაბათს, 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ ინტერაქციულ მასტერკლასზე: „იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევები თანამედროვე შრომის ბაზარზე“.
მასტერკლასს გაუძღვება აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “ლოიალტეს” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ლანა პაიჭაძე.
განხილული იქნება შემდეგი თემები:
- იურიდიული პროფესიის ტრანსფორმაცია თანამედროვე ეპოქაში;
- პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოარჩევს წარმატებულ იურისტს;
- „Soft Skills“ იურისტებისთვის – თანამედროვე აუცილებლობა;
- იურისტი ციფრულ სამყაროში;
- კარიერული განვითარება და პროფესიული წინსვლა.
ღონისძიება ჩატარდება 318-ე აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.
გაეცანით პროფესიის ახალ სტანდარტებს და გაიგეთ, როგორ მოირგოთ წარმატება თანამედროვე იურისტის როლში!