დღეს, 1 მაისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სტუდენტებისთვის შემოქმედებითი აზროვნების მასტერკლასი ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება სტუდენტური კლუბი ,,𝐑𝐞𝐩𝐨𝐫𝐭𝐞𝐫”-ის ერთ-ერთი კამპანიის – ,,სტუმარი აუდიტორიაში” ფარგლებში მოეწყო.
მასტერკლასს უძღვებოდა მოწვეული სტუმარი, ანგლისტიკისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, მწერალი, კომპოზიტორი, აშშ-ის ბაზარზე მოღვაწე ქართველი შემოქმედი – მანანა ბაქრაძე.
სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
- ქართველ ჟურნალისტთა კარიერული განვითარების შესაძლებლობა აშშ-ში;
- 𝐒𝐭𝐨𝐫𝐲𝐭𝐞𝐥𝐥𝐢𝐧𝐠 და ნარატივის ტექნიკა;
- კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბების და იდეის განვრცობის გზები;
- კრეატივი ხელოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები პროფესიონალისგან.