12 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და შპს „ექზაქტპრო სისტემს ჯორჯიას“ (Exactpro Systems Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას, უპირველესად, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით. თანამშრომლობა ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული განვიათარებისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას .
გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროფესიული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების (სემინარები, ტრენინგები, კონფერენციები) დაგეგმვა და განხორციელება.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და მკვლევრების ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებას და ასვე სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.