მობილობა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტში შესაძლებელია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან სხვა უმაღლეს საგანმანათლელო დაწესებულებაში მობილობის განხორციელება. გარდა ამისა, დაშვებულია ერთი საგანმანათლელო პროგრამიდან, ერთი საფეხურის ფარგლებში, მეორე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლა:

  • მობილობის უფლება სტუდენტს ეძლევა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი;
  • დაუშვებელია მობილობა პროფესიული უმაღლესი განათლების პროგრამიდან ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • თუ უნივერსიტეტის ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული /სამაგისტრო გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს;
  • მობილობის მსურველი, რომელიც უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, არ მიმართავს განცხადებით უნივერსიტეტს ჩარიცხვის თაობაზე, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისა;
  • თუ უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ბოლო ადგილზე გასულია ორი ან მეტი სტუდენტი, უნივერსიტეტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას ამ საგანმანათლებლო პროგრამისათვის ადგილის/ადგილების დამატების თაობაზე;
  • იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტში არ არსებობს სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში ვაკანტური ადგილი, უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმატებს მას მისაღებ სტუდენტთა იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია თანაბარქულიანი მობილობის მსურველების ჩასარიცხად. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ადგილების რაოდენობა აკლდება უნივერსიტეტისათვის მომდევნო სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას;
  • განსხვავებული სასწავლო კურსების ასათვისებლად სტუდენტს ენიშნება დამატებითი ლექცია-კონსულტაციები და ეძლევა ვადა მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე;
  • არაღიარებული კრედიტების აღდგენა სტუდენტს აკისრებს დამატებით ფინანსურ ვალდებულებას;
  • აღიარება ფორმდება უნივერსიტეტის საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, რომელშიც მიეთითება სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობა უნივერსიტეტის პროგრამასთან, ასევე აღიარებული კრედიტების რაოდენობა;
  • უნივერსიტეტი უფლებამოსილია გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობა;
  • ამ თავსებადობის არარსებობა პირის მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველია.

რა საბუთები უნდა წარმოადგინონ მობილობის მსურველებმა?

  • განცხადება (რექტორის სახელზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

დარეგისტრირდით და მიიღეთ ინფორმაცია მობილობის შესახებ

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის უნივერსიტეტში გამოცხადების/ონლაინ რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 2024 წლის 12 თებერვლიდან 2024 წლის  15  თებერვლის  ჩათვლით.

 

მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

– განცხადება  რექტორის სახელზე;

– სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

– პირადობის მოწმობის ასლი;

– სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

– სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

-სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდით და დეკანის ხელმოწერით).

მობილობის მსურველები  ონლაინ სარეგისტრაციოდ გადადით  ბმულზე:

https://forms.gle/Kz3rek2zSxKSeoyw9

 

ფორმის შესავსებად აუცილებელია:

1: მეილის ქონა Google(Gmail)-ზე!!!

2: ფორმის შესავსებამდე შედით თქვენს მეილზე

3: იხილეთ რექტორის სახელზე შესავსები განცხადების ფორმა