იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔 (ყოფილი სახელწოდება: თავართქილაძის უნივერსიტეტი) უკვე რამდენიმე წელია რაც აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ატარებს ძირითად საგნებში.

სპეციალურად დარგის სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტესტები, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ანალოგია, ეხმარება აბიტურიენტებს ცოდნის შემოწმებაში და რა თქმა უნდა, წინასაგამოცდო სტრესის მოხსნაში. 

იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს მიერ სპეციალურად შემუშავებულ საგამოცდო პროგრამაში.

რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, 𝐆𝐈𝐔-ს იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება დისტანციურად, 𝐎𝐍𝐋𝐈𝐍𝐄 ფორმატში.

გარდა იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისა, 𝐆𝐈𝐔 აბიტურიენტებს სთავაზობს უფასო მასტერკლასების სერიას (ქართულში, ინგლისურში და ისტორიაში). 

იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში, აქტიურად არიან ჩართულები 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები, რისთვისაც უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის მათ, აბიტურიენტებს კი უსურვებს წარმატებებს!