იმიტირებული სასამართლო პროცესი ,,ჩვენ თანასწორები ვართ“ პროექტის ფარგლებში - GIU
26 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ ,,სტუდფესტი 2025”-ის ეგიდით დაგეგმილი პროექტის ,,ჩვენ თანასწორები ვართ” იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს მასპინძლობს.

თუ ადამიანის უფლებების დაცვა შენთვის პრიორიტეტული და უპირველესი ღირებულებაა, გელით ამ სასერტიფიკატო WORKSHOP-ზე, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი გაიგოთ ადამიანის უფლებებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.

თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ იმიტირებულ

  • საგამოძიებო მოქმედებებში;
  • სასამართლო პროცესში;
  • თავად იყოთ სამართალდამცველი.

 

მისამართი : სამღერეთის ქუჩა N5.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 574 51 07 49

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/8dMABN4GtrVsEqgo6