ჯიუს ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 𝟐𝟎𝟐5 ,,ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები” - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ გიწვევთ   ყოველწლიურ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ,,ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები”.

კონფერენციის თემატიკად განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებები/პანელები:

  • სამართალი;
  • სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტურიზმი;
  • ეთიკა და ხელოვნური ინტელექტი;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;
  • ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება;
  • ციფრული მეწარმეობა და ინოვაციური მართვა;
  • ხელოვნური ინტელექტი და მენტალური ჯანმრთელობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებების პროფესორებს, დოქტორანტებს და შესაბამისი დარგის აღიარებულ ექსპერტებს, ასევე უცხო ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

ფორმატი: ოფლაინ რეჟიმი(სავალდებულო ფიზიკური დასწრება)

თარიღი:  2025 წლის 11 დეკემბერი.

დასაწყისი:   11:00  საათი.

ლოკაცია:  საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

მისამართი: საქართველო, 0101,  თბილისი, სამღერეთის ქ. N 5.

მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები.

კონფერენციის პროგრამა და თეზისები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://giu.edu.ge/scientific-news/

საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, რომელიც შემდომში დაიშვება კონფერენციაზე.

ა) მოხსენების სათაური და მოკლე აბსტრაქტი/ანოტაცია, თემის აქტუალობის მოკლე აღწერა  (სრული ტექსტი ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე), რომლის  მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს.

ბ) სრული მოხსენების მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 7 გვერდი და არაუმეტეს 10 გვერდი.

გ) სტატიის ქართული ტექსტი შესრულებული უნდა იყოს  Sylfaen_12  ფონ­ტით, უცხოენოვანი ტექსტი – Times  New  Roman_12  ფონ­­ტით,  სქოლიო – იმავე ფონტების 10 ზო­მით , სტრიქონებს შო­რის დაშორება – ერთი ინტერვალი (ჩიკაგოს სტილი).

რეგისტრაციისა და განაცხადის ფორმის შესავსებად გთხოვთ,  გადახვიდეთ ბმულზე:  https://forms.gle/bLv4YKeHcdGexoFE9

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კვლევების ხელშეწყობის ცენტრს: research@giu.edu.ge

კონფერენციისათვის აბსტრაქტისა და სრული მოხსენების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ ფოსტაზე:   research@giu.edu.ge

შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია  მხოლოდ ელექტრონულად, ზემოაღნული ბმულის ან/და ელექტრონული მისამართის საშუალებით.

დამა­ტები­თი ინფორ­მაცი­­ისათვის  მოგვწერეთ ან  დაგვიკავშირდით:

მობ: 577 62 44 42

ელ. ფოსტაზე: research@giu.edu.ge