ტრენინგი GIU-ს სტუდენტებისთვის „უკუკავშირის გაცემისა და მიღების სწორი ტექნიკები“ - GIU
11 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სტუდენტებისთვის  ჩატარდა ტრენინგი  „უკუკავშირის გაცემისა და მიღების სწორი ტექნიკები“.

ტრენინგს უძღვებოდა ნინო გოგოხია – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი.

შეხვედრაზე  სპიკერმა  ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი კონსტრუქციულად, ემპათიურად და ეფექტურად;
  • როგორ მივიღოთ უკუკავშირი თავდაცვითი პოზიციის გარეშე და ვაქციოთ იგი განვითარების ბიძგად;

 

ღონისძიება ჩატარდა   ,,Buddy”  პროგრამის  გუნდის მხარდაჭერით.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.