ტრენინგ-სესია „უკუკავშირის გაცემისა და მიღების სწორი ტექნიკები“ - GIU
11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU უნივერსიტეტის სტუდენტებს იწვევს ტრენინგზე „უკუკავშირის გაცემისა და მიღების სწორი ტექნიკები“.

ტრენერი: ნინო გოგოხია – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი.

ტრენინგზე შეისწავლით:

  • როგორ მივაწოდოთ უკუკავშირი კონსტრუქციულად, ემპათიურად და ეფექტურად;
  • როგორ მივიღოთ უკუკავშირი თავდაცვითი პოზიციის გარეშე და ვაქციოთ იგი განვითარების ბიძგად;

ღონისძიება ჩატარდება GIU-ს არაფორმალური განათლების სივრცეში – ოთახი 318.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია – მონაწილეობისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/oWPr9RN3vPvj4gVb8