6 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი „აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა და პლაგიატთან ბრძოლა“.
ტრენინგი მიზნად ისახავდა GIU-ში აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების განმტკიცებას, პლაგიატთან ბრძოლის მექანიზმების გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი – გიგა ხოსიტაშვილი, განათლების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ტრენინგზე ექსპერტი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა
პლაგიატის სახეები და მისი გამოვლინების ფორმები:
- თვითპლაგიატი;
- სიტყვასიტყვით დაკოპირებული მასალა წყაროს მიუთითებლად;
- პარაფრაზირებული ტექსტი საწყისი წყაროს გარეშე;
- არასწორი ციტირება და წყაროს მითითების გამოტოვება.
წყაროების მართვისა და ციტირების სწორი ტექნიკა:
- აკადემიური სტანდარტების მიხედვით ციტირების მეთოდები (APA, MLA, Chicago);
- ბიბლიოგრაფიის სისწორე და წყაროთა მართვის ციფრული ხელსაწყოები.
პლაგიატის პრევენციის სტრატეგიები:
- აკადემიური კულტურის გაღრმავება;
- პლაგიატის შემამოწმებელი პლატფორმების (Turnitin, PlagScan და სხვა) გამოყენება;
- შეფასების ფორმატების განახლება და უნარებზე ორიენტირებული დავალებები.
რეალური ქეისების განხილვა:
- ადგილობრივი და საერთაშორისო შემთხვევების ანალიზი;
- ეთიკური დილემების განხილვა აკადემიურ სივრცეში;
- აუდიტორიის ჩართულობა პრაქტიკულ დავალებებში.
GIU განაგრძობს მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას და ამ მიმართულებით აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას.
