გადახდის გრაფიკი
გაითვალისწინეთ, რომ გადახდის დროს აუცილებელად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
სწავლის წლიური გადასახადის დაფარვა, ხელშეკრულების შესაბამისად, შესაძლებელია სრულად მთელი წლის სწავლის დაწყებამდე ან ეტაპობრივად – მაქსიმუმ ოთხ ნაწილად:
2026-2027 სასწავლო წელს სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ეტაპობრივად გადახდის ვადებია:
პირველი გადახდა – სწავლის სრული საფასურის არანაკლებ 25 % სტუდენტი იხდის რექტორის მიერ განსაზღვრულ პირველ კურსელ სტუდენტთა რეგისტრაციის პერიოდში. ყოველ მომდევნო წელს კი – სწავლის დაწყებამდე;
მეორე გადახდა – სწავლის სრული საფასურის არანაკლებ 25 % სტუდენტი იხდის არაუგვიანეს შესაბამისი მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე;
მესამე გადახდა – სწავლის სრული საფასურის არანაკლებ 25 % სტუდენტი იხდის არაუგვიანეს შესაბამისი მიმდინარე წლის 1 მარტამდე;
მეოთხე გადახდა – სწავლის სრული საფასურის არანაკლებ 25 % სტუდენტი იხდის არაუგვიანეს შესაბამისი მიმდინარე წლის 1 მაისამდე;
წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული გადახდის ეტაპებისგან განსხვავებული ვადები მოქმედებს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებისთვის. კერძოდ, დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების მიერ სწავლის გადასახადის გადახდის გრაფიკია:
I გადახდა – სწავლის დაწყებამდე
II გადახდა – არაუგვიანეს მე-7 სასწავლო კვირისა.
გადასახადთან დაკავშირებით გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით ელ-ფოსტაზე: payment@giu.edu.ge
საბანკო რეკვიზიტები
- მიმღების დასახელება: შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
- ანგარიშის N: GE80BG0000000589350030
- მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი