პირველკურსელთა რეგისტრაცია - GIU
ძვირფასო პირველკურსელებო,

გილოცავთ, თქვენ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ 𝐆𝐈𝐔-ს სტუდენტები ხართ!

ამ ნაბიჯით დაიწყო თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი, რომელიც საინტერესო და მრავალფეროვანი თავგადასავლებით იქნება დატვირთული. ამ მნიშვნელოვან მოგზაურობაში #ჯიუს ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი თქვენი მუდმივი გულშემატკივარი და მხარდამჭერი იქნება!

𝐆𝐈𝐔-ში სწავლა იწყება 2025 წლის 29 სექტემბერს! მოემზადეთ, თქვენ გელოდებათ: დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება, ინტერესთა კლუბები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმების შესაძლებლობები, საუკეთესო ლექტორები და განვითარების პერსპექტივა საერთაშორისო მასშტაბით.

გაცნობებთ პირველკურსელთა რეგისტრაციის თარიღებს: 2 სექტემბერი – 12 სექტემბერი (შაბათ-კვირის გარდა; 10:00 საათიდან 17:00 ჩათვლით)

ადგილზე წარმოსადგენი საბუთების სია:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

2. 𝟐 ფერადი ფოტოსურათი 𝟑𝐱𝟒-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (𝐂𝐃-ზე) ;

3. სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);

4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

5.  სწავლის საფასურის (მინიმუმ წლიური საფასურის მეოთხედი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბანკის ქვითარი

გადახდის დროს აუცილებლად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი

საბანკო რეკვიზიტი იხ. ბმულზე: https://giu.edu.ge/payment-schedule/

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

საბანკო რეკვიზიტი

  • მიმღების დასახელება: შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
  • ანგარიშის N: GE80BG0000000589350030
  • მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კამპუსში მოსვლა შესაძლებელია თბილისის მთავარი მეტრო-სადგურის მოედნიდან (ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან) საზოგადოებრივი მიკროავტობუსებით: 437 და 448.

მისამართი: თბილისი, სამღერეთის ქუჩა N5, 0101.

უნივერსიტეტის საკონტაქტო ნომერი: 596 686 688