ადგილზე წარმოსადგენი საბუთების სია:
▪️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▪️𝟐 ფერადი ფოტოსურათი 𝟑𝐱𝟒-ზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე (𝐂𝐃-ზე);
▪️სამხედრო-სავალდებულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) (უნდა აიღოთ კომისარიატში);
▪️სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
▪️სწავლის საფასურის (მინიმუმ წლიური საფასურის მეოთხედი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – ბანკის ქვითარი (რომელიც უნდა გადაიხადოთ ბანკში);
გადახდის დროს აუცილებლად სწორად უნდა იყოს მითითებული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი
შენიშვნა: აბიტურიენტს, რომელსაც რეგისტრაციის მომენტისთვის არ შესრულებია 18 წელი, საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისას, სჭირდება მშობლის (ან მეურვის/მზრუნველის) წერილობითი თანხმობა (მინდობილობა).

უნივერსიტეტის საკონტაქტო ნომერი: 596 686 688 (გთხოვთ, კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ორშაბათს)
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/georgian.international.university.GIU
სურვილის შემთხვევაში შესაბამისი საბაკალავრო პროგრამების Facebook CHAT-ებში გასაწევრიანებლად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული სამსახურის უფროსს – მათე წულაიას: https://www.facebook.com/matetsulaia9
𝐆𝐈𝐔-ში სწავლა იწყება 2026 წლის 28 სექტემბერს!
მოემზადეთ, თქვენ გელოდებათ: დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება, ინტერესთა კლუბები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმების შესაძლებლობები, საუკეთესო ლექტორები და განვითარების პერსპექტივა საერთაშორისო მასშტაბით.