მოსამზადებელი კურსები

მოსამზადებელი კურსები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ, სოციალური კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის უფასო მოსამზადებელ კურსებს ატარებს. მოსამზადებელი კურსები ე.წ. ,,ხრიკები/მასტერკლასები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“ ტარდება დისტანციურ ფორმატში, ძირითად და დამატებით საგნებში. ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია. აღნიშნული შეხვედრები ეხმარება აბიტურიენტებს უფრო მარტივი მეთოდებით მივიდნენ საგამოცდო ტესტში დასმულ სწორ პასუხებამდე და წარმატებით დაწერონ ერთიანი ეროვნული გამოცდები სხვადასხვა საგნებში.

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს მასტერკლასებში მონაწილეობა თავისუფალია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

ინგლისური ენის მასტერკლასი

თამუნა მერაბიშვილი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი. 𝟑𝟎 წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით და 𝐓𝐄𝐒𝐎𝐋 სერტიფიცირებული.

ისტორიის მასტერკლასი

თორნიკე დიასამიძე - ისტორიის სპეციალისტი, 14 წელი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასტერკლასი

ლიკა ჯანგებაშვილი - ქართული ენის ლექტორი, რეპეტიტორი მრავალწლიანი გამოცდილებით

ჩაერთე ჯიუ-ს მასტერკლასში უფასოდ