პრეზიდენტის გზავნილი სტუდენტებს

ქანგ ჭენგი (𝐊𝐚𝐧𝐠 𝐙𝐡𝐞𝐧𝐠)

პრეზიდენტი

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 𝐆𝐈𝐔-ს მფლობელი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი – ქანგ ჭენგი (𝐊𝐚𝐧𝐠 𝐙𝐡𝐞𝐧𝐠)

 

მოგესალმებით! მე გახლავართ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტი ქანგ ჭენგი. ჩვენი ჯგუფის სათავო ოფისი მდებარეობს ჰონგ კონგში. ჩვენი უნივერსიტეტები საერთაშორისო სტანდარტებით და სრული აღიარებით ფუნქციონირებს მსოფლიო მასშტაბით.

ჩინეთის გარდა ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრები და ინსტიტუციები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი: ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კორეაში, სინგაპურში, მალაიზიაში და ა.შ. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (ყოფილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო განათლების ჯგუფის წევრია. ჩვენი ხედვა უნივერსიტეტის განვითარების საკითხში სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: ჩვენ ვგეგმავთ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მასშტაბური ინვესტიციის მეშვეობით უნივერსიტეტის შენობის სრულ განახლებას, სპორტდარბაზისა და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენებას და ისეთი ულტრა-თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კამპუსის აშენებას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის.

გარდა ამისა, სიახლეები გვექნება საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებითაც, აბიტურიენტებს და მომავალ სტუდენტებს შევთავაზებთ თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიების შესწავლას და მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს.

ჩვენს არსებულ პროგრამებს, ვამატებთ სამედიცინო განხრის სპეციალობებსაც,რომელიც ძალიან მოთხოვნადია დღევანდელ რეალობაში. გარდა ამისა, მომავალ სტუდენტებს ვთავაზობთ ტურიზმის, ბიზნესისა და სხვა სპეციალობების  ინგლისურ ენაზე შესწავლას, რაც გაგვიღებს კარს მსოფლიოსკენ, მოგვცემს საშუალებას მივიღოთ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ქართველ სტუდენტებთან ინტეგრირებით მიიღებენ საერთაშორისო დონის განათლებას.

აგრეთვე ჩვენ გვსურს უნივერსიტეტის სტუდენტებს მივცეთ შანსი მიიღონ უფრო მრავალფეროვანი განათლება. მაგალითად, ინგლისურ ენასთან ერთად ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ, ჩინური, კორეული და იაპონური ენის შესწავლას სრულიად უფასოდ. მალე დავამატებთ ესპანური, იტალიური, ფრანგული და სხვა მოთხოვნადი ენების კურსებს.. ეს კი საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, რომ გამოიყენონ აქ მიღებული ცოდნა, შეექმნათ გლობალურ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები და გახდნენ უფრო პერსპექტიულები საერთაშორისო ბაზარზე.

უნივერსიტეტის რებრენდინგს ფარგლებში, ჩვენი უნივერსიტეტი ახალი სახელწოდებით – ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU” (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი) იქნება მოწინავე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ასე წარმოვაჩენთ ჩვენს საერთაშორისო მიმართულებას და ჩავერთვებით განათლების გლობალურ ქსელში. ასე შეგვეძლება ჩვენი სტუდენტები და თანამედროვე პროგრამები დავაკავშიროთ მთელ მსოფლიოსთან და გავხადოთ მისი ნაწილი.

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის უშუალო მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით ჩვენი საერთაშორისო უნივერსიტეტი მალე იქნება ის უნივერსიტეტი რომელიც სრულიად გაამართლებს თავის სახელს მსოფლიო მასშტაბით და გახდება ყველაზე მოთხოვნადი, საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცე.